|
2024-07-25 16:27:50, 467 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - საქართველოს მიმართ „გლობალური ომის პარტიის“ მხრიდან ომში ჩართვის ინტერესი არსებობს
როდესაც კრიტიკა აბსოლუტურად უსაფუძვლო და ჰაერიდან მოტანილია, რაღაცაშია საქმე - ერთი ვერსიაა, რასაც "ხალხის ძალა" ამბობს და ჩვენც ამას ვიმეორებთ. ეს სიმართლეა, რომ ომში ჩართვის ინტერესი არსებობს ამ ქვეყნის რაღაც გარკვეული ძალების მხრიდან. თუ ეს ასე არ არის, მაშინ რაშია საქმე? - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, "არ არსებობს სხვა ვერსია, თუ რატომ ექცევიან საქართველოს უსამართლოდ, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც თავად ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული კრიტერიუმებით ქვეყანა ყველაფერში პირველ ადგილზეა". "როდესაც არის აბსოლუტურად უსამართლო კრიტიკა, ეს ხომ დღეს არ დაწყებულა? იყო კანდიდატის სტატუსის მიუნიჭებლობა საქართველოს მიმართ, უსამართლო დამოკიდებულება, სამი რეზოლუცია, სადაც დემოკრატიის შუქურად კვლავ წარმოდგენილი იყო მიხეილ სააკაშვილი და ნეგატიურ კონტექსტში ბიძინა ივანიშვილი - ეს ყველაფერი ვნახეთ; უსამართლო კრიტიკაც ვნახეთ, როდესაც თავად ევროკავშირის გამოქვეყნებული კრიტერიუმებით ჩვენ ყველაფერში ვიყავით პირველ ადგილზე. დღესაც სხვადასხვა მხრიდან, კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან გვესმის უსამართლო კრიტიკა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)