|
2024-07-25 11:54:13, 371 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი ბაშარ ალ-ასადს შეხვდა
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სირიის არაბთა რესპუბლიკის პრეზიდენტს, ბაშარ ალ-ასადს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს. "ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო, ძალიან მიხარია თქვენი ნახვა. გვაქვს შესაძლებლობა, ვისაუბროთ ჩვენი ურთიერთობის მთელ კომპლექსზე, დიდი ხანია, არ გვინახავს ერთმანეთი. რა თქმა უნდა, ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი, როგორ ვითარდება სიტუაცია მთლიანად რეგიონში. სამწუხაროდ, გაუარესების ტენდენციაა, ჩვენ ამას ვხედავთ. ეს სირიასაც ეხება. რაც შეეხება ჩვენს სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს, აქაც ბევრი კითხვაა. არის პერსპექტიული მიმართულებები. ვიმედოვნებ, ჩვენც შევძლებთ ამ საკითხების თქვენთან განხილვას",- მიმართა პუტინმა სირიის პრეზიდენტს. თავის მხრივ, ბაშარ ალ-ასადმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში სირიამ და რუსეთმა "ძალიან რთული გამოცდები გაიარეს". "ბატონო პრეზიდენტო, მოხარული ვარ, რომ კვლავ გნახეთ. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩვენმა ქვეყნებმა ძალიან რთული გამოცდები გაიარეს. და რა თქმა უნდა, ამ ათწლეულების განმავლობაში მოხდა რთული ტრანსფორმაციის პროცესები ჩვენს ქვეყნებში, თუმცა მთელი ამ ათწლეულების განმავლობაში ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა ინარჩუნებს ნდობას. ყველა იმ მოვლენის გათვალისწინებით, რაც დღეს ხდება მთელ მსოფლიოში და ევრაზიის რეგიონში, ჩვენი დღევანდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია ამ მოვლენების განვითარების, შესაძლო პერსპექტივებისა და სცენარების განსახილველად",- უთხრა ბაშარ ალ-ასადმა პუტინს.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)