|
2024-07-25 10:35:41, 468 ნახვა
პოლიტიკა
იური კიმი - როცა ამტკიცებ, რომ გლობალური ომის პარტია არსებობს, რომელსაც საქართველოსთვის ზიანის მიყენება სურს, ყალბი ინფორმაციაა
როცა ამტკიცებ, რომ გლობალური ომის პარტია არსებობს, რომელსაც საქართველოსთვის ზიანის მიყენება სურს, ეს ყალბი ინფორმაციაა,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე იური კიმი აცხადებს. კიმის თქმით, ასევე ყალბია ინფორმაცია საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის შესახებაც. "როცა ამტკიცებ, რომ აშშ-ს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურს, ეს ყალბი ინფორმაციაა; როცა ამტკიცებ, რომ აშშ-ის ელჩი შეერთებული შტატების პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი, საქართველოს მსგავსი მეგობარი, ხელისუფლების წინააღმდეგ გადატრიალების მოწყობის მიზნით ფარულ ოპერაციას ხელმძღვანელობს, კიდევ ერთხელ ყალბი ინფორმაციაა; როცა ამტკიცებ, რომ გლობალური ომის პარტია არსებობს, რომელსაც საქართველოსთვის ზიანის მიყენება სურს, ეს ყალბი ინფორმაციაა. არ შეიძლება, განაცხადო, რომ შენს ხალხს წარმოადგენ, მომავალი ევროპაში გსურს და აშშ-სთან მყარი ურთიერთობა და შემდეგ აკეთებ იმას, რაზეც შენი ხალხი და მეგობრები გეუბნებიან, რომ ეს არის ის, რასაც რუსეთი აკეთებს და რაც რუსეთს სურს - ეს სიგიჟეა განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყნის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ორივეს კეთებას ვერ შეძლებ. ნამდვილად მაბნევს, თუ რატომ ირჩევენ ლიდერები მათ, ვინც იკავებს მათი სუვერენული ტერიტორიის 20%-ს და იგნორირებას უკეთებენ მეგობრების კეთილგანწობილ რჩევებს, რომლებიც მათთან ერთად არიან 32 წელზე მეტი ხნის განმავლობაში",- ამბობს კიმი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)