|
2024-07-24 16:10:54, 480 ნახვა
პოლიტიკა
საელჩო - საქართველომ საფრანგეთისგან 2012 წლიდან 945 მილიონი ევრო მიიღო
2012 წლიდან მოყოლებული, საფრანგეთი საქართველოს 945 მილიონი ევროთი დაეხმარა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში საფრანგეთის საელჩო ავრცელებს. საელჩოს ცნობით, საბიუჯეტო და ფინანსური მხარდაჭერის ანგარიშის მიხედვით, თანხები ასე ნაწილდება: 415 მლნ ევრო ჩაიდო ენეგრეტიკაში; 201 მლნ ევრო - სოციალურ დაცვაში; 185 მლნ ევრო - კერძო სექტორში; სასმელი წყალი და წყალარინება - 96 მლნ ევრო; სარწყავი სისტემა - 49 მლნ ევრო. აღსანიშნავია, რომ საქართველოში საფრანგეთის ელჩი შერაზ გასრი მიმდინარე თვის დასაწყისში აცხადებდა, რომ საფრანგეთმა საქართველოს ბიუჯეტში პირდაპირი დახმარების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულს გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და თქვა, რომ საფრანგეთის ბიუჯეტიდან საქართველოს ბიუჯეტში "არანაირი თანხა არ შედის".
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)