12:04 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-24 15:18:52, 408 ნახვა

საზოგადოება
„თიბისის“ მხარდაჭერით, რესტორანი „წისქვილი ტერასა" გაიხსნა და სტუმრების მასპინძლობისთვის მზადაა

“თიბისის“ მხარდაჭერით, ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპიროზე #80-ში, “წისქვილი ჯგუფის" რიგით მე-8 რესტორანი - “წისქვილი ტერასა" გაიხსნა, რომელიც სტუმრების მასპინძლობისათვის უკვე მზადაა.

პროექტის ჯამური ღირებულება 2,5 მილიონი ლარია, საიდანაც “თიბისის“ თანამონაწილეობა 2 მილიონ ლარს შეადგენს.

ახალი რესტორანი მთავარ დარბაზს სცენით, გამწვანებულ ტერასას, საზაფხულო ბარსა და ვიტრაჟულ სივრცეებს აერთიანებს.

“წისქვილი ტერასას" დიზაინში გამოყენებულია ბუნებრივი მასალები - თიხა და ხე. ასევე, ლითონის დეტალები და მცენარეები.

რესტორანში მოწყობილია სხვადასხვა ტიპის ღია სამზარეულოები, სადაც მომზადდება როგორც ქართული ტრადიციული კერძები, ისე რესტორნის ბრენდ შეფის - ალექს ნათაძის საავტორო და სეზონური კერძები.

სამზარეულოში განთავსებულია როგორც მაყალი, ისე დახურული და ღია ტიპის გრილები – Josperi და Parrilla. იტალიიდან ჩამოტანილ ღუმელში კი ცომეული გამოცხვება.

“თიბისი“ “წისქვილი ჯგუფის" ზრდისა და განვითარების მხარდამჭერია ჯგუფის დაარსების დღიდან. პირველი რესტორანი - "ეთნო წისქვილი" 2002 წელს გაიხსნა, რომელიც დღეს ქართული ტრადიციული რესტორნების ყველაზე მსხვილი ქსელია საქართველოში და თბილისსა და მის შემოგარენში 8 რესტორანს აერთიანებს: “ეთნო წისქვილს", “ლუდის მოედანს", “ღვინის ეზოს", "წისქვილს მცხეთაში", “წისქვილს ვაკეში", “წისქვილს წყნეთში" და “წისქვილი ტერასას".

ასევე, კომპანიის მფლობელობაშია მულტიფუნქციური სივრცე „თეატრი" და პრემიუმ პროდუქტების ორი მარკეტი “წისქვილი ბაზარი“.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics