|
2024-07-24 13:11:16, 460 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა - ივანიშივილი ცდილობს, საქართველოს მოქალაქეები ყალბი შიშით და კონსპირაციებით კვებოს
ივანიშვილი ცდილობს, ყალბი შიშით და კონსპირაციებით კვებოს საქართველოს მოქალაქეები, მაგრამ მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს მოქალაქეები 26 ოქტომბერს გააკეთებენ ინფორმირებულ არჩევანს ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლის შესახებ,- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, დასავლეთის პოლიტიკის ცვლილება უკრაინის, ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის მაღალჩინოსნების და დასავლეთის წინააღმდეგ "აბსურდულმა ბრალდებებმა და მუდმივმა თავდასხმამ" განაპირობა. “აბსურდული ბრალდებები და მუდმივი თავდასხმა უკრაინის, აშშ-ის, ევროკავშირის მაღალჩინოსნების და დასავლეთის წინააღმდეგ არის სწორედ ის, რამაც განაპირობა დასავლეთის პოლიტიკის ცვლილება ივანიშვილის ხელისუფლების მიმართ და სანქციების დაწესება მისი და მისი გარემოცვის წინააღმდეგ. ჩვენ გუშინ კონგრესში მოვისმინეთ, რომ სწორედ მისი ანტიდასავლური, ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის გამო განიხილება მათ შორის ფინანსური სანქციები. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილის მცდელობა, რომ კონსპირაციებით კვებოს საქართველოს მოქალაქეები ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, 26 ოქტომბრის არჩევნებზე იქნება უკიდურესად წარუმატებელი და ქართველი მოქალაქე გააკეთებს ინფორმირებულ არჩევანს ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლის შესახებ. ეს არის მუდმივი კონსპირაცია, დეზინფორმაცია რუსული სტილის პროპაგანდა, რასაც დასავლელი პარტნიორები ჰიბრიდულ ომს უწოდებენ. ივანიშვილი ყალბი შიშის დანერგვით ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს საქართველოს მოქალაქე და სწორედ ამის საფუძველზე შეინარჩუნოს ხელისუფლება. ვფიქრობ, მე, როგორც პოლიტიკოსი საერთოდ არ უნდა ვკონცენტრირდე იმ აბსურდულ ბოდვაზე და მუდმივ კონსპირაციის თეორიაზე, რითაც ცდილობს, კვებოს ივანიშვილი საქართველოს მოქალაქე, ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეს მისცეს შესაძლებლობა, გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი 26 ოქტომბერს. ჩვენთვის მთავარი ამოცანაა, რომ ვისაუბროთ ფაქტებზე დაფუძნებით, მოვახდინოთ კონგრესმენების ციტირება, რომ საქართველოს მოქალაქე იყოს ინფორმირებული და გაკეთოს ინფორმირებული არჩევანი ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლის შესახებ“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)