|
2024-07-21 14:02:03, 483 ნახვა
მსოფლიო
The Times Of Israel - „ჰუსიტები“ აცხადებენ, რომ ისრაელის ქალაქ ეილათის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვეს
იემენელი "ჰუსიტები" აცხადებენ, რომ ისრაელის სამხრეთით მდებარე ქალაქ ეილათის მიმართულებით "ბევრი" ბალისტიკური რაკეტა გაისროლეს. ამის შესახებ ინფორმაციას The Times Of Israel-ი ავრცელებს. მედიის ცნობით, აღნიშნულის პასუხად, ისრაელის თავდაცვის ძალებში (IDF) ამბობენ, რომ "ჰუსიტების" მიერ იემენიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტები ისრაელის შორ დისტანციაზე მოქმედმა თავდაცვის სისტემამ გაანეიტრალა. ქალაქში სირენების ხმა ისმოდა. შეგახსენებთ, გუშინ, 20 ივლისს ისრაელმა, თელ-ავივზე თავდასხმის საპასუხოდ, იემენში, შიიტი "ჰუსიტების" მიერ კონტროლირებად საპორტო ქალაქ ჰოდეიდაზე იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 87 დაშავდა. იერიშის შემდეგ ისრაელის სამხედრო სპიკერმა განაცხადა, რომ "ჰუსიტები" ჰოდეიდას პორტს ირანისგან იარაღის მისაღებად იყენებენ. მისი თქმით, სამიზნეები, რომლებიც ისრაელიდან 1 700 კილომეტრზე მეტით არის დაშორებული, ორმაგი დანიშნულების ობიექტებს წარმოადგენს. დაბომბვების შემდეგ "ჰუსიტების" უმაღლესმა პოლიტიკურმა საბჭომ თქვა, რომ დარტყმებზე "ეფექტური პასუხი" იქნებოდა. სამხედრო სპიკერ იაჰია სარის განცხადებით, "ჰუსიტები" "ისრაელის სამიზნეებზე დარტყმას არ დააყოვნებდნენ".
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)