03:14 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-17 14:36:14, 460 ნახვა

პოლიტიკა
სამინისტროებისა და სააგენტოების გასაკონტროლებლად ახალი სამსახური შეიქმნება

პრემიერ-მინისტრის აპარატთან ახალი სამსახური იქმნება, რომელმაც სამინისტროებსა და სააგენტოებში პროექტების შესრულება უნდა გააკონტროლოს.

აღნიშნულის ინიციატივის შესახებ ცნობილი მთავრობის მეთაურისა და ინვესტორთა საბჭოს შეხვედრაზე გახდა.

საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ინვესტორთა საბჭოს წევრებს  განუმარტა, რომ უახლოეს მომავალში  შეიქმნება სპეციალური სამსახური, რომელიც გააკონტროლებს სხვადასხვა სამინისტროსა თუ სააგენტოს მიერ პროექტების განხორციელების მიმდინარეობას.

„ინვესტორებთან კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია  ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარებისთვის. ჩვენი რეფორმების დღის წესრიგი შეიცავს მნიშვნელოვან საკითხებს, ინსტიტუციური და საკანონმდებლო ცვლილებების ჩათვლით. ახლახანს ჩვენ ჩამოვაყალიბეთ რეფორმების ოთხპუნქტიანი დღის წესრიგი, რომელიც მოიცავს საგადასახადო რეფორმას, ადმინისტრაციული და საკანონმდებლო ცვლილებების ჩათვლით. მომდევნო დღეებში პრემიერ-მინისტრის აპარატთან ჩვენ შევქმნით სპეციალურ სამსახურს, რომელიც გააკონტროლებს სხვადასხვა სამინისტროსა თუ სააგენტოს მიერ პროექტების შესრულებას. რეფორმების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ბლოკი მოიცავს რეგიონალურ განვითარებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების დაჩქარებას“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, მთავრობის მიერ დასახული მიზნების გახორციელებისთვის აუცილებელია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დახმარება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics