|
2024-07-18 20:13:16, 496 ნახვა
პოლიტიკა
ილია დარჩიაშვილი ბრიტანელ კოლეგას შეხვდა
გაერთიანებულ სამეფოში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა დიდი ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანთან, დევიდ ლამთან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, ილია დარჩიაშვილმა ბრიტანელ კოლეგას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. "მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას, მათ შორის, „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ ფარგლებში. ილია დარჩიაშვილმა ბრიტანელ კოლეგას მადლობა გადაუხადა გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის. შეხვედრისას საუბარი შეეხო როგორც მსოფლიოში, ისე რეგიონში მიმდინარე პროცესებს. ხაზგასმით აღინიშნა არსებული გამოწვევების ფონზე მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის აუცილებლობა. მინისტრები შეთანხმდნენ, აქტიურად იმუშაონ საერთო პრიორიტეტული მიმართულებებით თანამშრომლობის განმტკიცების მიზნით", - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)