|
2024-07-18 11:49:52, 428 ნახვა
პოლიტიკა
ცისკარიშვილი - „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ გაიმარჯვებს ზუსტად 100 დღეში და 12-წლიან ბნელ ეპოქას დაამარცხებს
ერთიანობას არ აქვს ალტერნატივა, ჩვენ პარტიას სახელიც კი გადავარქვით ოფიციალურად ამისთვის - "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, 5 ნომრის ქვეშ, რომელიც გაიმარჯვებს ზუსტად 100 დღეში და დაამარცხებს 12-წლიან ბნელ ეპოქას,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა. ცისკარიშვულის თქმით, საქართველო საერთაშორისო პოლიტიკის სუბიექტი გახდება და დიდ გეოპოლიტიკურ საკითხებთან მიმართებაში, გადაწყვეტილებებს სხვებთან ერთად მიიღებს. "ერთიანობას მართლაც არ აქვს ალტერნატივა, ჩვენ პარტიას სახელიც კი გადავარქვით ოფიციალურად ამისთვის - „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, 5 ნომრის ქვეშ, რომელიც გაიმარჯვებს ზუსტად 100 დღეში და დაამარცხებს 12-წლიან ბნელ ეპოქას. ჩვენ სულ რამდენიმე დღის წინ ვუსმინეთ მათ ლიდერებს და საქართველოზე, ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს სახელმწიფოზე საუბრობდნენ, როგორც საერთაშორისო პოლიტიკის რაღაც ობიექტზე, რომ დიდი ბიჭები ერთმანეთში დალაგდებიან, გადანაწილდებიან და ჩვენც რაღაც ადგილს ვიპოვით. მას შემდეგ, რაც ჩვენ გავიმარჯვებთ გპირდებით, რომ საქართველო, ქართული სახელმწიფო იქნება საერთაშორისო პოლიტიკის სუბიექტი, რომელიც იჯდება მთავარ მაგიდასთან და რომელიც სხვებთან ერთად მიიღებს გადაწყვეტილებებს დიდ გეოპოლიტიკურ საკითხებთან მიმართებაში, სწორედ ასეთი საქართველო გვინდა ჩვენ",- აცხადებს ცისკარიშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)