|
2024-07-17 17:05:23, 450 ნახვა
მსოფლიო
ევროპარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია დაამტკიცა, რომელიც ვიქტორ ორბანის „სამშვიდობო მისიას“ გმობს
ევროპარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია დაამტკიცა, რომელიც უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის „სამშვიდობო მისიას“ გმობს. აღნიშნული ინფორმაცია ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. რეზოლუციას 679 ევროპარლამენტარიდან 495-მა დაუჭირა მხარი, 137-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 47-მა თავი შეიკავა. „რეზოლუცია, რომელიც ასახავს ახლადარჩეული ევროპარლამენტის პირველ ოფიციალურ პოზიციას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროპარლამენტარების მხარდაჭერას უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში; მოუწოდებს ევროკავშირს, შეინარჩუნოს და გააფართოოს სანქციების პოლიტიკა რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ, დააკვირდეს და გადახედოს მის ეფექტურობას, ზემოქმედებას და სისტემატურად მოაგვაროს სანქციებისთვის გვერდის ავლა ევროკავშირში დაფუძნებული კომპანიების, მესამე მხარის და მესამე ქვეყნების მიერ“, - ნათქვამია რეზოლუციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)