03:14 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-17 13:04:57, 358 ნახვა

პოლიტიკა
მეჭიაური ქადაგიძეზე: მე მომიხსენია ლოცვებში?

 „თუ რომელიმე სამინისტრო გაუქმდება და მისი ფუნქცია საშტატო ერთეულებით გადავა რომელმე სხვა უწყების დაქვემდებარებაში დეპარტამენტის ან სხვა რაიმე სტრუქტურის სახით, ამით ბევრი არაფერი შეიცვლება“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის გუშინდელ განცხადებას, რომლის მიხედვითაც ქადაგიძე რამდენიმე სამინისტროს გაუქმების ინიციატივით გამოდის.

„ნიუსების სათაურებს მივადევნე თვალ-ყური, დეტალურად არ გავცნობივარ. ქადაგიძემ მე მომიხსენია ლოცვებში? თუ რომელიმე სამინისტრო გაუქმდება და მისი ფუნქცია საშტატო ერთეულებით გადავა რომელმე სხვა უწყების დაქვემდებარებაში დეპარტამენტის ან სხვა რაიმე სტრუქტურის სახით, ამით ბევრი არაფერი შეიცვლება.

ევროინტეგრაციის სამინისტრო არ უნდა გაუქმდეს, მაშინ როდესაც ჩვენ ამ მიმართულებით მივდივართ და ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძალიან ბევრი ვალდებულება გვაქვს აღებული და ასე ვთქვათ, ამას სჭირდება თავისი პატრონი.

ეს იქნება დამოუკიდებელი სტრუქტურა სახელმწიფო მინისტრის სახით თუ საგარეო საქმეთა სამინისტროში რომელიმე დეპარტამენტის სახით ამაზე მსჯელობა შეიძლება. ამის საჭიროება არსებობს და ამას დათვლა უნდა, ამ მოვალეობის შესრულებისთვის რამდენი ადამიანის ყოლაა საჭირო“, - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics