|
2024-07-17 10:30:40, 461 ნახვა
პოლიტიკა
მილერი - ვაგრძელებთ ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას, მაგრამ მთავრობამ სხვა გზა აირჩია
ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას, მაგრამ როგორც დავინახეთ, საქართველოს მთავრობამ სხვაგან გადაუხვია, სხვა გზა აირჩია,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა. როგორ მილერმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, საქართველოს მთავრობის ქმედებებმა შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა "ძირეულად შეცვალა". "ვნახეთ, რომ საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა კანონები, რომლებსაც საქართველო დემოკრატიული ტრაექტორიიდან გადაჰყავს. ისაუბრეთ მათ მიერ მიღებულ კანონებზე, თუ რა გავლენას მოახდენს ის სამოქალაქო საზოგადოებაზე და როგორ შეიძლება, ამან მთავრობას ზეწოლის საშუალება მისცეს კანონიერ დემოკრატიულ უფლებებზე. ასე რომ, სწორედ საქართველოს მთავრობის ქმედებებმა შეცვალა ძირეულად თავისი ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან, მაგრამ არა მხოლოდ შეერთებულ შტატებთან, ევროპის სხვა ქვეყნებთანაც“,- თქვა მეთიუ მილერმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)