|
2024-07-16 21:36:13, 462 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ერთადერთი მიზანი ამოძრავებს „ქართულ ოცნებას“ - მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ, საქართველოს გამარჯვებისთვის
„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივნმა კახა კალაძემ, პარტიის ახალი ოფისის გახსნაზე, „ქართული ოცნების“ დაფუძნებელის, ბიძინა ივანიშვილის ის სიტყვები გაიხსენა, რომელიც 2012 წელს წარმოთქვა. კახა კალაძის თქმით, „ქართული ოცნების“ მიზნები და ამოცანები უცვლელია - ქვეყნის ინტერესების დაცვა და საქართველოს მომავალი გამარჯვებები.
"ჩვენი მიზანია საქართველოს გამარჯვება და არა ვინმეს დამარცხება!“- ეს სიტყვები „ქართული ოცნების“ დაფუძნებელმა მაშინ წარმოსთქვა, როდესაც საქართველოს მოსახლეობამ პირველად შეიტყო „ქართული ოცნების“ შესახებ და ქვეყნის გამარჯვების სურვილით გაერთიანდა ბიძინა ივანიშვილის გუნდის გარშემო. დღესაც, როდესაც „ქართული ოცნება“ მორიგი არჩევნებისთვის ემზადება და ახალ პარტიულ ოფისს ხსნის, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ერთადერთი მიზანი ამოძრავებს „ქართულ ოცნებას“ - მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ, საქართველოს გამარჯვებისთვის! „ქართული ოცნება“ არ იბრძვის ვინმეს დასამარცხებლად, ჩვენ ვიბრძვით საქართველოს გამარჯვებისთვის; ევროპული მომავლისთვის; ძლიერი, წარმატებული ქვეყნის აწმყოსა და მისი ხვალინდელი დღისთვის; ჩვენი უნიკალური კულტურის, წეს-ჩვეულებების, ტრადიციების დაცვისა და შენარჩუნებისთვის; ნიჭიერი ახალგაზრდა თაობის ხელშეწყობისა და მათი შესაძლებლობების განვითარებისთვის; ეკონომიკური წინსვლისთვის; საქართველოს გაერთიანებისთვის!“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)