14:48 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-16 15:53:04, 363 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, Startup Grind Tbilisi-ის ღონისძიებაზე Grammarly-ის წარმომადგენელი გამოცდილებას გააზიარებს

„საქართველოს ბანკისა" და Startup Grind-ის ღონისძიებების სერია გრძელდება. ამჯერად, 18 ივლისს, თბილისში, სტარტაპერებთან და ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებთან შეხვედრას მსოფლიოში ცნობილი კომპანიის, Grammarly-ის ინჟინერი და Gymnasia-ს დამფუძნებელი, იგორ კონონუჩენკო გამართავს.

Grammarly ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ტექნოლოგიური სტარტაპია, რომელმაც ინგლისურენოვანი ტექსტის რედაქტირების ხელსაწყო შექმნა. იგი პირველი „უნიკორნი“ სტარტაპია უკრაინიდან, შეხვედრა კი, Grammarly-ის მაგალითზე დაყრდნობით, ტექნოლოგიური კომპანიების გამოწვევებს შეეხება.  შეხვედრაზე იგორ კონონუჩენკო საკუთარ გამოცდილებას გააზიარებს, თუ როგორ იქცა პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი Grammarly-ის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად და რა როლი შეასრულა მილიარდიანი კომპანიის განვითარებაში. იგი ასევე დამსწრეებს გაუზიარებს პრაქტიკულ რჩევებს, თუ როგორ უნდა გადაჭრან კომპლექსური საინჟინრო საკითხები და გააუმჯობესონ ტექნოლოგიური გადაწყვეტები სტარტაპში.

„საქართველოს ბანკი" აგრძელებს ტექნოლოგიური ინიციატივების განხორციელებას და მათ შორის სტარტაპ ეკოსისტემისთვის საინტერესო შეხვედრების მხარდაჭერას. ჩვენთვის, როგორც დიდი ტექნოლოგიური ორგანიზაციისთვის, მნიშვნელოვანია, მეწარმეებს შორის კომპეტენციის გაზიარებას შევუწყოთ ხელი. გამოცდილების გაზიარებითა და მისაბაძი მაგალითების ჩვენებით კი სტიმული მივცეთ, რათა შეძლონ ინოვაციების დანერგვა, უახლესი ტექნოლოგიების შექმნა და ყოველდღიურ საქმიანობაში გამოყენება. ჩვენ ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს მომავალშიც არაერთ საინტერესო შეხვედრას შევთავაზებთ“, - ამბობენ „საქართველოს ბანკში".

შეხვედრა გაიმართება თბილისში, ტერმინალში, აბაშიძის 34-ში. სამუშაო ენაა ინგლისური. ღონისძიებაზე დასასწრებად ეწვიეთ ბმულს: https://www.startupgrind.com/e/m8p2kx/





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics