11:04 - 25 May, 2026
|
2024-07-16 14:05:34, 595 ნახვა
მსოფლიო
ომანის დედაქალაქში, მეჩეთთან სროლას 4 ადამიანი ემსხვერპლა - არიან დაშავებულებიც
ომანის დედაქალაქ მუსკატის ერთ-ერთ მეჩეთთან სროლის დროს, სულ მცირე, 4 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. როგორც მედია წერს, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა რა გახდა სროლის მოტივი, ამ დროისთვის უცნობია. „ომანის სამეფო პოლიციამ უკვე მოახდინა რეაგირება ინციდენტზე, რომლის დროსაც რაიონ ალ-ვადი ალ-ქაბირში მდებარე მეჩეთთან სროლა მოხდა“, - აცხადებენ ქალაქის პოლიციაში. მომხდარს აშშ-ის საელჩო გამოეხმაურა და ომანში მცხოვრები საკუთარი მოქალაქეები გააფრთხილა, რომ შემთხვევის ადგილს მოერიდონ. „აშშ-ის მოქალაქეები უნდა იყვნენ ფხიზლად, თვალ-ყური ადევნონ ადგილობრივ ამბებს და გაითვალისწინონ ადგილობრივი ხელისუფლების მითითებები“, - წერს აშშ-ის საელჩო X-ზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)