|
2024-07-15 21:50:39, 576 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ჩაკვეტაძე „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებულ კვლევაზე - სექტორი, რომლისთვისაც გამჭვირვალობა პრიორიტეტული უნდა იყოს, თვითონაა გაუმჭვირვალე
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებულ კვლევას ეხმიანება, რომელიც ეხება არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების გამჭვირვალობის საკითხს და აღნიშნავს, რომ სექტორი, რომლისთვისაც გამჭვირვალობა პრიორიტეტული უნდა იყოს, თვითონაა გაუმჭვირვალე. ჩაკვეტაძის თქმით, ზემოთ ხსენებული კვლევით საზოგადოებისთვის კიდევ უფრო ნათელი ხდება, თუ რას ემსახურებოდა გამჭვირვალობის ქართული კანონის წინააღმდეგ მოწყობილი აჟიოტაჟი. „სექტორი, რომლისთვისაც გამჭვირვალობა პრიორიტეტული უნდა იყოს, თვითონაა გაუმჭვირვალე 51%-ს არ გააჩნია ოფიციალური ვებ.გვერდი; ამით, საზოგადოებისთვის კიდევ უფრო ნათელი ხდება, თუ რას ემსახურებოდა გამჭვირვალობის ქართული კანონის წინააღმდეგ მოწყობილი აჟიოტაჟი. როდესაც რაიმეს მალავ, ყველაფერს გააკეთებ იმისათვის, რომ ეს საჯარო არ გახდეს. ასევე, როდესაც გამჭვირვალობის მინიმალურ სტანდარტს არ იცავ, უხერხულიც კი არის, სხვას მიუთითო გამჭვირვალობაზე. ქართველი ხალხი და ქართული სახელმწიფო იმსახურებს ამ ინფორმაციის მიღებას. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ეს კანონიც", - წერს გიორგი ჩაკვეტაძე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)