21:19 - 28 May, 2026
|
2024-07-15 19:33:33, 451 ნახვა
პოლიტიკა
კოლომინა - ნატო საქართველოს მთავრობას დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და რეფორმების დააჩქარებისკენ მოუწოდებს
ნატო საქართველოს მთავრობას დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და რეფორმების დააჩქარებისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა სოციალურ ქსელ X-ზე წერს. როგორც კოლომინა აღნიშნავს, ნატო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და საქართველოსთან ხანგრძლივი პარტნიორობის ერთგულია. "ნატო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ერთგულია საქართველოსთან ჩვენი ხანგრძლივი პარტნიორობისა და მოუწოდებს მის მთავრობას დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, ქართველი ხალხის მისწრაფებების ხელშეწყობის მიზნით, რეფორმები დააჩქაროს", - წერს კოლომინა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)