|
2024-07-15 17:11:48, 587 ნახვა
მსოფლიო
ლატვიაში, ბელარუსში რეგისტრირებული ავტომანქანების შესვლა იკრძალება
დღეიდან, ბელარუსში გაცემული სარეგისტრაციო ნომრის მქონე მსუბუქი ავტომობილები ლატვიაში შესვლას ვეღარ შეძლებენ. ამის შესახებ უცხოური მედია ლატვიის შემოსავლების სამსახურის პრესსამსახურზე დაყრდნობით იტყობინება. მათივე ცნობით, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მიხედვით, ევროკავშირში აკრძალულია საქონლის იმპორტი ბელარუსიდან, რომლის გაყიდვა მინსკის შემოსავლების დივერსიფიკაციას შეუწყობს ხელს, რაც მხარს უჭერს რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. “ევროკავშირის სანქციების დაცვის უზრუნველსაყოფად, 2024 წლის 16 ივლისიდან, პირებს ლატვიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ბელარუსის რესპუბლიკაში რეგისტრირებული მანქანებით შესვლა ეკრძალებათ “, - ნათქვამია განცხადებაში. აღსანიშნავია, რომ შესვლის ეს აკრძალვა არ ვრცელდება მანქანებზე, რომლებიც განკუთვნილია დიპლომატიური და საკონსულო მისიების, დელეგაციების, საელჩოებისა და მისიების მოგზაურობისთვის. ბელარუსში რეგისტრირებული მანქანის მძღოლს სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან დაბრუნება იმ ქვეყანაში მოუწევს, საიდანაც ის ლატვიაში შესვლას ცდილობდა. თუ ის უარს იტყვის საბაჟო ორგანოების მითითებების შესრულებაზე, მათ შორის ბელარუსში ან რუსეთში დაბრუნებაზე, შესაძლოა, მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება მის საკუთრებაში არსებული მანქანის ჩამორთმევის შესახებ. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ევროკომისიის დაზუსტების შემდეგ გადაწყვიტეს, ქვეყანაში რუსული რეგისტრაციით მანქანების შეშვება შეეჩერებინათ. მოგვიანებით, მათ ფინეთი და პოლონეთიც შეუერთდნენ. ევროკომისიის განმარტებით, ევროკავშირთან საზღვრის გადაკვეთისას, რუსეთის მოქალაქეებს, შესაძლოა, ავტომანქანებთან ერთად, ტელეფონები, ძვირფასი ნივთები და სხვა აღჭურვილობაც ჩამოერთვათ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)