21:18 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-15 15:48:03, 1015 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოქმედების შეჩერებისა და გაუქმებისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მოქმედების შეჩერებისა და საბოლოო გაუქმებისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

როგორც მსხილაძემ განაცხადა, აღნიშნული კანონი არაკონსტიტუციურია, რადგან ის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს ეწინააღმდეგება.

"საქართველოს პრეზიდენტი პირველად მიმართავს სარჩელით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. სარჩელი ეხება "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს“, ე.წ. რუსულ კანონს.

აღნიშნული კანონი არაკონსტიტუციურია, ის ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს. 

სარჩელით ასევე გასაჩივრებულია კანონის მთელი რიგი ნორმები, რომლითაც ირღვევა კონსტიტუციით გარანტირებული მთელი რიგი ძირითადი უფლებები. პრეზიდენტი ამ სარჩელით ითხოვს აღნიშნული კანონის მოქმედების შეჩერებას და მის საბოლოო გაუქმებას",- განაცხადა მსხილაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics