|
2024-07-15 15:28:16, 486 ნახვა
პოლიტიკა
გახარია რუხაძეზე - ეს კაცი ივანიშვილის თოჯინებში დაწინაურდა!
გუშინდელი სამარცხვინო ინტერვიუს შემდეგ, ეს კაცი ივანიშვილის თოჯინებში დაწინაურდა! - ასე ეხმაურება პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია ტელეკომპანია "იმედის" მფლობელის, ირაკლი რუხაძის განცხადებას. როგორც გახარია სოციალურ ქსელში წერს, რუხაძე "პირველი ადამიანია, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის დავალებით, ქვეყნის კონსტიტუციის ჩანაწერი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა". "გუშინდელი სამარცხვინო ინტერვიუს შემდეგ, ეს კაცი ივანიშვილის თოჯინებში დაწინაურდა! ის გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც ივანიშვილის დავალებით, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის ჩანაწერი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ადამიანი, რომელსაც თავად ამერიკის პასპორტი აქვს და ევროპაში ცხოვრობს, საკუთარი ფულის გადასარჩენად და ივანიშვილის დავალებით, საკუთარი პროპაგანდისტული ტელევიზიიდან ჩვენს შვილებს არწმუნებს, რომ ევროპა ცუდია. ეროვნული ინტერესების და ხალხის ღალატის ფასს ყველა პერსონალურად გადაიხდის! დროის საკითხია და ეს დრო უკვე მოდის",- წერს გახარია "ფეისბუქის" გვერდზე. შეგახსენებთ, ტელეკომპანია "იმედის" მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ განაცხადა, რომ ევროინტეგრაცია კონსტიტუციაში არ უნდა ჩაწერილიყო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)