|
2024-07-15 14:45:44, 473 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - მივმართავ ზურაბიშვილს სესიის მოწვევაზე - თუ იქნება მცდელობა, რომ პარლამენტს მუშაობაში ხელი შეუშალოს, სხდომას მე ჩავნიშნავ
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ 18 ივლისის 12:00 საათიდან რიგგარეშე სესიის მოწვევასთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავს. როგორც პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტს ექნება მცდელობა, საკანონმდებლო ორგანოს "მუშაობაში ხელი შეუშალოს", სხდომას პარლამენტის თავმჯდომარე თავად ჩანიშნავს. „დღეს, ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ, მე მივმართავ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, 18 ივლისის 12:00 საათიდან რიგგარეშე სესიის მოწვევასთან დაკავშირებით. მას 48 საათი აქვს იმისთვის, რომ დადებითი პასუხი მივიღოთ. იმ შემთხვევაში თუ იქნება მცდელობა, რომ ქალბატონმა სალომემ პარლამენტს მუშაობაში ხელი შეუშალოს, უკვე დღეიდან 48 საათის გასვლის შემდეგ, მე ჩავნიშნავ ამ სხდომას. ასე რომ, 18 ივლისს, ყველა შემთხვევაში გვექნება პლენარული სხდომა",- თქვა პაპუაშვილმა. მისივე განცხადებით, ხუთშაბათს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი გენერალური პროკურორობის კანდიდატს მოუსმენს და იმავე დღეს, რიგგარეშე სესიის სხდომაზე საკითხი კენჭისყრაზე დადგება. პარასკევს, კომიტეტი „ამნისტიის შესახებ" კანონპროექტს განიხილავს და შესაბამისად, პარასკევსვე, რიგგარეშე სხდომაზე აღნიშნული პროექტის განხილვა და კენჭისყრა მოხდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)