|
2024-07-15 10:42:59, 505 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - ოპოზიცია რომ გქვია და უცხოელი სკამზე შეგაყენებს - უნდა ხვდებოდე, რა პასუხსაც მიიღებ ხალხისგან
ქართული ოპოზიცია რომ გქვია და უცხოელი სკამზე შეგაყენებს, მგონი, უნდა ხვდებოდე, რა პასუხსაც მიიღებ ხალხისგან,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს. პაპუაშვილი წნორში გამართულ შეხვედრას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს: "ერთი ასეთი ისტორია გვაქვს ქიზიყში. იცით, რომ ქიზიყი უბატონო ქვეყანა იყო და ადვილადაც არ თმობდა ამას. ერთხელაც, ერთი მორიგი ბატონობის კანდიდატი ჩამოსულა ქიზიყში. სოფელი ანაგის ცენტრში მისულა, სკამი მოუთხოვია, შემდგარა ამ სკამზე და დაუწყია მიმართვა: მე თქვენი ახალი ბატონი ვარო, ახლა ახალი ცხოვრება იწყებაო, თვეში ეს და ეს უნდა მომიტანოთო და ამა და ამ წესებით უნდა იცხოვროთო. მოკლედ, ბევრი ილაპარაკა და ხალხიც შემოეცალა. ბოლოს ერთი კაციღა დარჩენილა. გახედა საბატონემ ამ კაცს და აი, შენ კაი კაცი ჩანხარ, რახან ასე გულდასმით მისმენდი და ამიტომ შენ დაგნიშნავ მოურავადო. იმ კაცმა ჯოხის წვერით ქუდი გვერდზე გადაიწია, მზისგან მოჭუტული თვალებით გახედა და მოურავი კი არა, ჩემ სკამზე დგახარ, ჩამო, სახლში უნდა წავიდეო. ვუყურებ წნორში ოპოზიციის წინასაარჩევნო შეხვედრის ფოტოებს, ვკითხულობ მათ მადლობებს „ამერიკის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) მიმართ ამ სააგიტაციო მგზავრობის მასპინძლობისთვის (!) და ეს ისტორია მახსენდება. ქართული ოპოზიცია რომ გქვია და უცხოელი სკამზე შეგაყენებს, მგონი, უნდა ხვდებოდე, რა პასუხსაც მიიღებ ხალხისგან... და არა მარტო ქიზიყში",- წერს პაპუაშვილი "ფეისბუქის" გვერდზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)