|
2024-07-14 17:06:08, 514 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ღრმად ვარ შეშფოთებული დონალდ ტრამპზე თავდასხმით - მშვიდობას ვუსურვებ ამერიკას და ამერიკელ ხალხს
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი დონალდ ტრამპზე განხორციელებულ თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმაურება. „ღრმად ვარ შეშფოთებული ამერიკის 45-ე პრეზიდენტზე, პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპზე თავდასხმით. მადლობა ღმერთს, ის სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს და ჯანმრთელადაა. მშვიდობას ვუსურვებ ამერიკას და ამერიკელ ხალხს, მთელ მსოფლიოს!“, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი. დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატის ქალაქ ბატლერში გამართულ აქციაზე დახვრიტეს. ტყვიამ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს მარჯვენა ყური დაუკრა, რის შემდეგაც უშიშროების თანამშრომლებმა მას დაფარეს. თავდამსხმელი საიდუმლო სამსახურმა ესროლა და მოკლა. FBI-მ ეჭვმიტანილი 20 წლის თომას მეთიუ კრუკსი დაასახელა. მკვლელობის მცდელობის შედეგად აქციის ერთ-ერთი მაყურებელი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)