|
2024-07-14 13:54:39, 469 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი - ღრმად შოკირებული ვარ აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტ ტრამპზე განხორციელებული თავდასხმით
ღრმად შოკირებული ვარ აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტ ტრამპზე განხორციელებული თავდასხმით." -ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. "ღრმად შოკირებული ვარ აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტ ტრამპზე განხორციელებული თავდასხმით. პოლიტიკური ძალადობა სავალალოა და დემოკრატიაში ადგილი არ უნდა ჰქონდეს. პრეზიდენტ ტრამპს და ყველა დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ და ვუსამძიმრებ ამ თავდასხმის დროს დაღუპულის ოჯახს."- ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 13 ივლისს დონალდ ტრამპი პენსილვანიაში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს დაჭრეს. შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი კი მძიმედ დაშავდა. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. აშშ-ს გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) ის 20 წლის თომას მეთიუ კრუკსად დაასახელა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)