|
2024-07-13 17:11:36, 575 ნახვა
პოლიტიკა
ვერ ეღირსებიან საქართველოს რუსეთიზაციას და 26 ოქტომბერს მიიღებენ ძალიან მძიმე პასუხს - ფავლენიშვილი ივანიშვილზე და მის გარემოცვაზე
ივანიშვილი და მისი ბანდა კრემლის ყველა მზაკვრული ჩანაფიქრის ასრულებას ცდილობს, ამიტომაც შემოჰყავთ რუსი ინსტრუქტორები და შემოაქვთ რუსული გავლენა საქართველოში,- ასე გამოეხმაურა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი რუსი ტრენერების ყოფნას შეკვეთილში, სადაც ისინი რუსული ენის პოპულარიზაციისთვის სემინარებს ატარებენ. ფავლენიშივილის თქმით, ივანიშვილი და მისი გარემოცვა 26 ოქტომბრის არჩევნებით საზოგადოებისგან ძალიან მძიმე პასუხს მიიღებენ. “რუსეთიზაცია ნიშნავს ძველის ძველი კრემლის მზაკვრული ჩანაფიქრის ასრულებას ანუ გარუსებას ქართველი ერის, მათ შორის ინტეგრირებას რუსეთში და ქართული ენის წართმევას, რასაც ამდენი საუკუნის მანძილზე ცდილობენ. ივანიშვილი და მისი “ბანდა“ ცდილობს, რომ ყველა მზაკვრული ჩანაფიქრი აღასრულოს საქართველოში, ამიტომაც შემოჰყავთ რუსი ინსტრუქტორები, შემოაქვთ უფრო მეტი რუსული გავლენა და ყველა რბილი ძალის ინსტრუმენტი, რაც არის კრემლის ინსტრუმენტში სურთ რომ გამოიყენონ, თუმცა ვერ ეღირსებიან და 26 ოქტომბერს ყველა რუს ინსტრუქტორს, ყველა კრემლის მსახურს და აგენტურულ ქსელს ივანიშვილის თამადობით გავცემთ პასუხს. ვერ ეღირსებიან, პირიქით, ისინი მიიღებენ ძალიან მძიმე, ძალიან კონკრეტულ პასუხს, რითაც გარუსების ბოლო მცდელობა ჩაეფუშება კრემლს საქართველოში“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)