|
2024-07-13 14:36:00, 563 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - განსხვავებული კურსი რომ გვქონდეს და რამეს არასწორად ვაკეთებდეთ, „ქართული ოცნება" ხელისუფლებაში არ იქნებოდა
„საქართველოს ხელისუფლებას რომ განსხვავებული კურსი ჰქონდეს, ან ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ქართველი ხალხის ინტერესებში არ შედიოდეს, მერწმუნეთ, “ქართული ოცნება" ხელისუფლებაში არ და ვერ იქნებოდა, - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიის შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ვერ შეძლო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, უზრა ზეიას დარწმუნება გამჭვირვალობის კანონის კეთილ მიზნებში. კალაძის თქმით, არ არსებობს ფაქტები იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანა არადემოკრატიული გზით მიდის. „რაც არ უნდა აკეთონ ეს განცხადებები, არ არსებობს არგუმენტები იმისა, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის, ან ქვეყანაში არადემოკრატიული პროცესები მიდის. უბრალოდ, არ არსებობს ამის ფაქტები", - განაცხადა დედაქალაქის მერმა. შეგახსენებთ, გუშინ, 12 ივლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი იკრალი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მეორე მოადგილეს, უზრა ზეიას შეხვდა. მხარეებმა შეხვედრისას აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობასა და მრავალი წლის განმავლობაში სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)