|
2024-07-13 14:24:58, 530 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში პოლიმერების ტესტირების ლაბორატორია შეიქმნა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი საქართველოში პარკების მწარმოებლებს და იმპორტიორებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის წარმომადგენლებმა დამსწრეებს პოლიმერების ტესტირების ლაბორატორიის შესაძლებლობები გააცნეს. მათივე ინფორმაციით, მხარეებმა პარკების წარმოებასა და იმპორტის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და განიხილეს რეგულაციები, რომელთა გათვალისწინებაც ბიზნესოპერატორებს სამომავლოდ მოუწევთ. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, საქართველოს საბაჟოსა და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. “არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ და შევქმენით ლაბორატორია, რომელიც შეამოწმებს პარკების დეგრადაციის ხარისხს და შესაბამისობას დადგენილ სტანდარტებთან. პარკების მწარმოებლებთან და იმპორტიორებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე გავეცანით მწარმოებლების საჭიროებებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სექტორმა შეძლოს სტანდარტების დანერგვა და მომზადებული შეხვდეს სამომავლო სახელმწიფო კონტროლს და ინსპექტირებას“,- განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა. აღსანიშნავია, რომ პოლიმერების ტესტირების ლაბორატორია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეწყო, ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე ხელსაწყოებით და შესაბამისი ინფრასტრუქტურით. პოლიმერული ტესტირების ლაბორატორია საქართველოში პარკების მწარმოებლებსა და იმპორტიორებს საშუალებას აძლევს, სწრაფად მიიღონ სრულყოფილი ინფორმაცია დეგრადირებადი არის თუ არა მათი ნაწარმი. ამასთანავე, საყურადღებოა, რომ ლაბორატორიაში ტესტირება ჩატარდება მხოლოდ იმ პარკებზე, რომლებიც საქართველოს მთავრობის N472 ტექნიკური რეგლამენტის წესებისა და მოთხოვნების დაცვით არის წარმოებული.
სამთავრობო იმედის სახემ ნანუკა ხაზარაძემ ტელევიზია დატოვა
ცოტნე ივანიშვილი - არსებობს ყალბი სტერეოტიპი, თითქოს ახალგაზრდების უმეტესობა ქართული ოცნების მიმართ რადიკალურად ცუდად არის განწყობილი
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 27-28 მაისამდე ქუჩების ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
კიევში დაჭრილთა რიცხვი 44 მდე გაიზარდა, დაღუპული წინასწარი ცნობით სამია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)