|
2024-07-12 21:31:18, 625 ნახვა
პოლიტიკა
უზრა ზეია - დისკუსია მქონდა ცესკოს თავმჯდომარესთან, რათა გამომეხატა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის
მნიშვნელოვანი დისკუსია მქონდა ცესკოს თავმჯდომარესთან, გიორგი კალანდარიშვილთან, რათა კიდევ ერთხელ გამომეხატა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეია ცესკოს თავმჯდომარესთან, გიორგი კალანდარიშვილთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელ X-ზე წერს. როგორც უზრა ზეია აღნიშნავს, აშშ-ის მხარდაჭერა არის გრძელვადიანი და ფუნდამენტური ორმხრივი ურთიერთობებისთვის.. "მნიშვნელოვანი დისკუსია მქონდა ცესკოს თავმჯდომარესთან, გიორგი კალანდარიშვილთან, რათა კიდევ ერთხელ გამომეხატა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის, მათ შორის, არჩევნებზე ადგილობრივი და საერთაშორისო დაკვირვებისთვის. აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოში დემოკრატიისთვის არის გრძელვადიანი და ფუნდამენტური ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის", - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)