|
2024-07-12 14:52:27, 563 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი - „ნაცმოძრაობისგან“, ახალი სახელი ექნება თუ ძველი, არაფერი უნდა გაგიკვირდეს - ისინი დანაშაულებებით არიან დაკავშირებული
“ნაცმოძრაობისგან“, ახალი სახელი ექნება თუ ძველი, არაფერი უნდა გაგიკვირდეს, რადგან ისინი სისხლით და დანაშაულებებით არიან ერთმანეთთან დაკავშირებული, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარიასთვის "ძალიან რთულია, ამ ჯგუფში გაერთიანდეს - ამიტომ, ამ კონგლომერატში შემოძრომას შემოვლითი გზით აპირებს". "ნოდარ დუმბაძემ თქვა ერთხელ, შუბლზე ძარღვი რომ გაგიწყდება, შემდეგ ყველაფრის გამკეთებელი ხარ ადამიანიო. "ნაცმოძრაობისგან", ახალი სახელი ექნება თუ ძველი, არ უნდა გაგიკვირდეს, რადგან ისინი სისხლით და დანაშაულებებით არიან ერთმანეთთან დაკავშირებული. აქ კიდევ დაემატნენ გარკვეული ფიგურანტები, მაგრამ გახარიასთვის ძალიან რთულია, გაერთიანდეს ამ ჯგუფში. ამიტომ, შემოვლითი გზით აპირებს შემოძრომას ამ კონგლომერატში. ეს არ არის ეკლექტური, ეს არის თანამოაზრეთა გაერთიანება, დანარჩენს მნიშვნელობა არ აქვს. სალომეს [ზურაბიშვილი] გარშემო დადგებიან, სალომეს გვერდით მოიტოვებენ, მათთვის ამას უკვე მნიშვნელობა არ აქვს. ის ძარღვი უკვე გაწყდა და არავითარი შედეგი არ მოუტანია, მით უმეტეს, პრინციპებზე ლაპარაკი საერთოდ ზედმეტია", - თქვა გიორგი ვოლსკიმ, როგორც ამას საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)