22:09 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-11 14:34:56, 521 ნახვა

პოლიტიკა
ნაცვლიშვილი - ხელისუფლებამ, რომელიც ემსახურება რუსეთს, ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის საკითხის შეჩერება მოახერხა

საქართველო გახდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი. ესაა ჩანაწერი, რომელიც საქართველოს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების და ქვეყნის სტაბილური განვითარების გარანტია იყო და ასე უნდა დარჩეს, თუმცა დღეს მიღებულ კომუნიკეში ეს ასე აღარ წერია,- ამის შესახებ "ლელოს" წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

როგორც ნაცვლიშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, "ხელისუფლებამ, რომელიც ემსახურება რუსეთს, ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის საკითხის შეჩერება მოახერხა", რაც მისივე თქმით, "რუსული კანონის" და "რუსული პოლიტიკის" შედეგია.

"ხელისუფლებამ, რომელიც ემსახურება რუსეთს, მოახერხა ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის საკითხის შეჩერება. ეს არის "რუსული კანონის" და რუსული პოლიტიკის შედეგი. დღეს დამდგარი შედეგი ადასტურებს, რომ ხელისუფლება ეწევა საქართველოს საბოტაჟს. "ქართული ოცნება" ემსახურება რუსეთს, მისი მთვარი პატრონი ზის კრემლში.

კარგი ამბავი კი ისაა, რომ ამ ყველაფრის დასრულებამდე 3 თვე არის დარჩენილი. ჩვენ ვიბრძოდით "რუსული კანონის" წინააღდეგ და ვიბრძვით რუსული ხელისუფლების წინააღდეგ. ბრძოლა რუსულ პოლიტიკასთან გრძელდება და გამარჯვებით დასრულდება.

მინდა, მივმართო ყველა იმ საჯარო მოხელეს, ყველა იმ სამხედროს, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა და უზარმაზარი შრომა აქვთ ჩადებული ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის საქმეში - ახლა თითოეული თქვენი კომუნიკაცია ჩვენი ქვეყნის პარტნიორებთან და მოკავშირეებთან არის მნიშვნელოვანი. ჩვენი მხრივ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ვაჩვენოთ ერთსულოვნება და გავაძლიეროთ ქვეყნის ატლანტიკური კურსი. საქართველოს რუსული ხელისუფლება 26 ოქტომბერს უნდა დავასრულოთ. 

"ლელო" ემსახურება ქართველ ხალხს, ჩვენ ვართ აქტიურ კომუნიკაციაში ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, რათა აღარასდროს დადგეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია კითხვის ნიშნის ქვეშ. საქართველო გახდება ნატოს წევრი და ამას ბიძინა ივანიშვილი და ვლადიმერ პუტინი წინ ვერ აღუდგებიან",- განაცხადა ნაცვლიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics