|
2024-07-11 13:33:48, 473 ნახვა
პოლიტიკა
ბორელი - ჩვენი რეაგირება რბილი იყო, როდესაც პუტინი 2008 წელს საქართველოში შეიჭრა
ჩვენი რეაგირება რბილი იყო, როდესაც ვლადიმერ პუტინი 2008 წელს საქართველოში შეიჭრა,- ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ნატოს სამიტის ფარგლებში, ევროკავშირის თავდაცვის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ბორელის თქმით, პუტინს სურს, რომ რუსეთი კვლავ დომინირებდეს მის სამეზობლოში. "პუტინი არ თმობს რუსეთის იმპერიალისტურ ამბიციებს და ეს არის პრობლემა: რუსეთი კვლავ იმპერიად იქცევა და პუტინს სურს აღადგინოს იმპერია - იქნება ეს მეფის იმპერია თუ საბჭოთა იმპერია. ბოლოს და ბოლოს, 2022 წლის თებერვალში, როდესაც მათ დაიწყეს კიევის დაბომბვა, ჩვენ გამოვფხიზლდით ამ უბედურ რეალობაში და ჩვენ ცუდად მომზადებული აღმოვჩნდით. გავიღვიძეთ და შემდეგ მივხვდით, რომ არ ვიყავით მზად ამ გამოწვევისთვის. 75 წლის წინ საბჭოთა კავშირი გაჩნდა, როგორც საფრთხე ევროპაში თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის და ჩვენ ერთიანობითა და ძალით ვუპასუხეთ. დღეს კი ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, არის იგივე გზაზე გავლა“,- აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას ბორელმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)