|
2024-07-11 11:35:14, 1011 ნახვა
პოლიტიკა
ნატოს ვაშინგტონის სამიტის დეკლარაცია - მოვუწოდებთ რუსეთს, მოლდოვიდან და საქართველოდან თავისი ძალები გაიყვანოს
ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები მოლდოვის რესპუბლიკიდან და საქართველოდან, რომლებიც იქ განლაგებულია მათი თანხმობის გარეშე,- ამის შესახებ ნათქვამია ნატოს ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციაში. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთს ეკისრება ერთპიროვნული პასუხისმგებლობა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომზე, რაც საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაეროს წესდების აშკარა დარღვევაა. "რუსეთი არის პასუხისმგებელი ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიკვდილზე. ჩვენ მაქსიმალურად მკაცრად ვგმობთ რუსეთის საზარელ თავდასხმებს უკრაინელ ხალხზე, მათ შორის საავადმყოფოებზე, 8 ივლისს. რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს ეს ომი და მთლიანად და უპირობოდ გაიყვანოს მთელი თავისი ძალები უკრაინიდან გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციების შესაბამისად. ჩვენ არასდროს ვაღიარებთ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის, მათ შორის ყირიმის უკანონო ანექსიას. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები მოლდოვის რესპუბლიკიდან და საქართველოდან, რომლებიც იქ განლაგებულია მათი თანხმობის გარეშე",- აღნიშნულია დეკლარაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)