|
2024-07-11 10:14:44, 502 ნახვა
პოლიტიკა
უზრა ზეია - აშშ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით სერიოზულად შეშფოთებულია
აშშ სერიოზულად არის შეშფოთებული საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს,- ამის შესახებ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეია სოციალურ ქსელში წერს. უზრა ზეიას განცხადებით, მისი საქართველოში ვიზიტის მიზანი ქართველი ხალხისადმი მხარდაჭერის გამოხატვაა. „გამარჯობა. ჩამოვედით თბილისში, რათა ხაზგასმით აღვნიშნოთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ასევე ქართველი ხალხისადმი, მათ შორის მათი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უფლებით, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების ჩათვლით. აშშ სერიოზულადაა შეშფოთებული საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს“,- წერს სახელმწიფო მდივნის მოადგილე X-ზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)