|
2024-07-10 21:49:55, 558 ნახვა
პოლიტიკა
დარჩიაშვილი - ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაცია ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ხაზია
მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს აქვს ცალსახა საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები. ერთ-ერთი მთავარი, ეს არის ჩვენი ნატოში ინტეგრაცია და სწრფვა ამ ოჯახში გაწევრიანებისკენ, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ნატოს ვაშინგტონის სამიტის შეფასებისას განაცხადა. დარჩიაშვილის თქმით, საქართველო, პარტნიორებთან ერთად, ამ მიმართულებით თანმიმდევრულად მუშაობს. "როგორც მოსალოდნელი იყო, სამიტის მთავარი ხაზი კვლავ გადის უკრაინაზე, უკრაინისთვის სოლიდარობის გამოხატვაზე. გუშინდელი დღეც ამ თემატიკით მეტად იყო დატვირთული, რადგან უკრაინას სჭირდება ძლიერი მხარდაჭერა და სოლიდარობა. სწორედ საიუბილეო სამიტი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ აშშ-მა და პარტნიორებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირონ ძლიერი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და მეორე მხრივ ეძებონ დამატებითი მექანიზმები, რომლებიც გააძლიერებენ უკრაინას, იმისთვის, რომ ქვეყანამ დაიცვას საკუთარი თავი. ეს არის სამიტის მთავარი თემა", - განაცხადა დარჩიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)