|
2024-07-10 21:02:38, 561 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე საქართველოში ვიზიტით ჩამოვა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეია 9-17 ივლისს საქართველოსა და სომხეთს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამი, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიზიტისას განიხილავს დემოკრატიული მმართველობის, კორუფციასთან ბრძოლის, მედიის თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების, ასევე მარგინალიზებული და დაუცველი ჯგუფების ჩართულობის საკითხებს. „საქართველოში ვიზიტისას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე შეხვდება მთავრობის, სამოქალქო სექტორის, მედიის და პარლამენტის წარმომადგენლებს, რათა ხაზი გაუსვას აშშ-ის სერიოზულ შეშფოთებას „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონსა და სხვა არალიბერალურ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ისევე როგორც საქართველოს მთავრობის დამაზიანებელ რიტორიკასთან დაკავშირებით, რომელმაც საფრთხის წინაშე დააყენა საქართველოს ევროატლანტიკური გეზი. მკაფიოდ განაცხადებს, რომ საქართველოს მთავრობის არადემოკრატიულმა ქცევამ და აშშ-ის შესახებ გავრცელებულმა დეზინფორმაციამ დააზიანა აშშ-ისა და საქართველოს დიდხნიანი ურთიერთობები. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ასევე, ხაზს გაუსვამს აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, საქართველოს ხალხის ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი ერთგულების მიმართ და საქართველოსთან 32-წლიანი პარტნიორობის პერიოდში საქართველოსთვის გაწეულ მხარდაჭერას. ამას გარდა, ის კიდევ ერთხელ გაამახვილებს ყურადღებას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების, აქტიური სამოქალაქო სექტორის, ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემის გაზრდის, მარგინალიზებული ჯგუფების წევრთა დაცვისა და ყველა ქართველის უფლებების დაცვის მნიშვნელობას. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ასევე, ვიზიტით ეწვევა რუსეთის მიერ საქართველოს განგრძობადი ოკუპაციის შედეგად იძულებით გადაადგილებული ქალების მიერ დაფუძნებულ საზოგადოებრივ ორგანიზაციას“, - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)