21:54 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-10 16:43:00, 663 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი - არ არის სწორი ბატონი ფიშერი, მე ვფიქრობ, რომ ამ პროცესებს წერტილი არჩევნებმა უნდა დაუსვას

არ არის სწორი ბატონი ფიშერი - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" დეპუტატი გიორგი ვოლსკი გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის დღევანდელ განცხადებას.

“ოცნების“ დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ "ასეთი განცხადების გაკეთება, ყველაზე მცირე, უსამართლობაა და გარკვეულ კითხვებს წარმოშობს".

"ასეთი განცხადების გაკეთება, ყველაზე მცირე, უსამართლობაა და გარკვეულ კითხვებს წარმოშობს. მართლაც ხომ არ არის ამ ნაბიჯების უკან რაღაც იდეა, რომ შეიცვალოს ეს ხელისუფლება და ლომჯარიასმაგვარი ადამიანებით დაკომპლექტდეს ხელისუფლება?! არ არის სწორი ბატონი ფიშერი ამ შემთხვევაში... მე ვფიქრობ, რომ ამ პროცესებს არჩევნებმა უნდა დაუსვას წერტილი, ვინაიდან ეტყობა არასწორი წარმოდგენა აქვთ საზოგადოების განწყობებზე“,- აღნიშნა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, დღეს, 10 ივლისს საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა, რომ "გერმანიის მხრიდან საქართველოს წინაშე ახალი ფინანსური ვალდებულებები აღარ იქნება".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics