21:54 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-10 11:40:55, 530 ნახვა

პოლიტიკა
ფიშერი - ამ დროისთვის, გერმანიის მხრიდან საქართველოს წინაშე ახალი ფინანსური ვალდებულებები აღარ იქნება

ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, არ ავიღოთ ახალი ვალდებულებები საქართველოს წინაშე. ასე რომ, აღარ იქნება გერმანიის მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებები ამ დროისთვის,- ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა.

როგორც ფიშერმა აღნიშნა, გერმანია საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის პროცესში იმყოფება. 

"გერმანია იმყოფება საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის პროცესში. შეერთებულ შტატებთან ერთად, ჩვენ საქართველოსთან თანამშრომლობის კუთხით, ერთ-ერთი უმსხვილესი დონორები ვართ. და ახლა ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, არ ავიღოთ ახალი ვალდებულებები საქართველოს წინაშე. ასე რომ, აღარ იქნება გერმანიის მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებები ამ დროისთვის. გერმანელმა სამხედროებმა ასევე გააუქმეს მონაწილეობა "ღირსეული პარტნიორის" წვრთნებში. გავაუქმეთ დიდი სამართლებრივი ფორუმი ბერლინში და ჩვენ განვიხილავთ შემდგომ ქმედებებს. გაწევრიანების პროცესი და ევროკავშირის პოლიტიკა ძალიან ადვილი გასაგებია",- აცხადებს ფიშერი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics