|
2024-07-10 09:42:30, 547 ნახვა
პოლიტიკა
მილერი СВР-ის განცხადებაზე - სრული სიცრუე და აბსურდია
აღვნიშნავ ირონიას, რომ რუსეთი, რომელიც არალეგალურად ახდენს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას, ასეთ ბრალდებებს აყენებს სხვა ქვეყანასთან დაკავშირებით,- ასე ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი რუსეთის საგარეო დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. როგორც მილერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რუსეთის ბრალდებები საქართველოსთან მიმართებაში "სრული სიცრუე და აბსურდია". "საკმაოდ ნათელია, რომ ეს სრული სიცრუეა. რუსეთი პირველად არ აკეთებს მსგავს ბრალდებებს ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობასთან დაკავშირებით საქართველოში და მსოფლიოს მასშტაბით სხვა ქვეყნებში, რაც სრული სიცრუე და აბსურდია. მე უბრალოდ აღვნიშნავ ირონიას, რომ რუსეთი, რომელიც არალეგალურად ახდენს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას ახლა, როცა ჩვენ ვსაუბრობთ, ასეთ ბრალდებებს აყენებს სხვა ქვეყანასთან დაკავშირებით",- აცხადებს მეთიუ მილერი. შეგახსენებთ, გუშინ, 9 ივლისს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა (СВР) გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში ხელისუფლების შეცვლა სურს. СВР-მ აღნიშნულთან დაკავშირებით გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ასევე ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში "ქართული ოცნების" "დისკრედიტაციისთვის მასშტაბური საინფორმაციო კამპანია უკვე შემუშავებულია". ამავე განცხადების თანახმად, "ანტისამთავრობო განწყობების გამწვავებაში" მთავარი როლი საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უნდა შეასრულოს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)