19:22 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-16 18:28:19, 633 ნახვა

საზოგადოება
მერიის ინფორმაციით, სამგორის რაიონში სპორტული მოედნების რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს

სამგორის რაიონის გამგებელმა მამუკა ჩოქურმა ვარკეთილი 3-ში, მე-4 კვარტალის,  მე-2 რიგის, მე-5 კორპუსის მიმდებარედ არსებული სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა  და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.                                                                   

მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში,  ხელოვნური მწვანე საფარი გამოიცვლება, მოედნის კარები და საკალათბურთო ფარები განახლდება, არსებული ლითონის კონსტრუქცია ახალი თანამედროვე კონსტრუქციით შეიცვლება.

„ადგილობრივი მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია სპორტული მოედნების რეაბილიტაცია, კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა, რომელიც ხელს შეუწყობს  ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას. სწორედ ამიტომ, სამგორის რაიონის გამგეობა მიმდინარე წელსაც აქტიურად გააგრძელებს სათამაშო მოედნების განახლებასა და ახალი სტადიონების მოწყობას", - განაცხადა მამუკა ჩოქურმა.

სამუშაოებს შპს „ინტერტექნოლოგი“ ასრულებს და პროექტის ღირებულება 13105.72 ლარს შეადგენს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
ზელენსკი: უკრაინის ყოფნა ევროკავშირში სრულფასოვანი უნდა იყოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics