|
2024-07-09 16:27:06, 443 ნახვა
პოლიტიკა
მელია - მნიშვნელოვანი იყო, არც ერთი ოპოზიციური ხმა არ დაკარგულიყო, ვიბრძოლებთ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის
მნიშვნელოვანია, მომავალ არჩევნებზე არც ერთი ოპოზიციური ხმა არ დაიკარგოს,- ამის შესახებ პარტია "ახალის" თანათავმჯდომარემ, ნიკა მელიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მელიას თქმით, პარტია "ახალი", "გირჩი მეტი თავისუფლება" და "დროა", როგორც ერთიანი საარჩევნო სუბიექტი, ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის იბრძოლებენ. "ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ერთი მხრივ, ამომრჩეველს, ოპოზიციურად განწყობილს, ჰქონოდა მრავალფეროვანი არჩევანის გაკეთების საშუალება, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო კონტექსტის გათვალისწინებით, რომ არც ერთი ოპოზიციური ხმა არ დაკარგულიყო. ამ და სხვა მიზეზების გათვალისწინებით, მეც რა თქმა უნდა, მოხარული ვარ, მიუხედავად იმისა, რომ არ იყო ეს ადვილი პროცესი, რომ ჩვენ, პარტია "ახალი", "გირჩი/დროა" ვქმნით ერთიან საარჩევნო სუბიექტს და ვიბრძოლებთ ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. არა უბრალოდ ცვლილებას ცვლილებისთვის ვეძახით უკეთეს მომავალს, არამედ გვინდა, რომ ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ გახდეს ქართველი ხალხის და ქართველი ხალხი იყოს ჩართული პოლიტიკურ-საზოგადოებრივ პროცესში. მათ ჰქონდეთ თანასაკუთრების განცდა ამ პროცესში, ჰქონდეთ თანამონაწილეობის განცდა და მე ვფიქრობ, ეს საარჩევნო სუბიექტი შესთავაზებს საზოგადოებას გულწრფელ არჩევანს", - აღნიშნა მელიამ. საუბრისას მან ყურადღება გაამახვილა საერთო გამოწვევაზეც და აღნიშნა, რომ საერთო გამოწვევა "რუსული, ოლიგარქიული რეჟიმია". გამოსვლის დასასრულს კი, "ახალის“ თანათავმჯდომარემ პოლიტიკურ პარტიებს წარმატება უსურვა და ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობა დააანონსა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)