|
2024-07-09 11:52:37, 362 ნახვა
საზოგადოება
კალაძის განცხადებით, ივერთუბანში წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელები მოეწყო
ივერთუბნის დასახლების 32 მისამართზე წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელები მოეწყო. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნულ ქსელზე 1 000-მდე მოსახლე დაერთდა. „დაპირებისამებრ, განვაგრძობთ დედაქალაქში წყალარინების ქსელების მოწყობას. ამ მიმართულებით გვაქვს მთელი რიგი პრობლემები, რადგან არის უბნები, სადაც არანაირი კომუნიკაციები არ არსებობს. ბოლო წლების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. ამჯერად, დავასრულეთ ივერთუბნის დასახლების 32 მისამართზე წყალარინების და სანიაღვრე ქსელების მოწყობა, რომელზეც 1 000-მდე მოსახლე დაერთდა. ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო ივერთუბანში, დიდი კერძო დასახლებაა, სადაც არ არსებობდა არანაირი კომუნიკაციები და ამ პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანი იყო. ამავე დასახლებაში, წყალარინების ქსელის გამართული მუშაოებისთვის, ორი წლის წინ სატუმბი სადგური მოეწყო, რაც ასევე მნიშვნელოვანი პროექტი იყო ადგილობრივებისთვის“, - განაცხადა კალაძემ. მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით, ადგილობრივი მოსახლეობა უკვე ახალი საკომუნიკაციო ქსელებით სარგებლობს. ამასთან, მთავრობის სხდომაზე მერმა ამ მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ სხვა პროექტებზეც ისაუბრა. „ამ დროისთვის, სამუშაოები გლდანის რაიონში მუხიანის აგარაკებზე და კრწანისის რაიონში, ფონიჭალის დასახლებაში, რამდენიმე ქუჩაზე მიმდინარეობს. უახლოეს დღეებში, წყალარინების ქსელების მოწყობას სოფელ დიღომში განვაახლებთ, სადაც სამუშაოები რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ და მოსახლეობის ნაწილი ცენტრალურ ქსელზე დავაერთეთ. წელს სოფელ დიღომში სამუშაოები იგეგმება დავით სარაჯიშვილისა და მის მიმდებარე ქუჩებზე. აღნიშნული სამუშაოები დედაქალაქის ბიუჯეტიდან 3 700 000 ლარით დაფინანსდება. ასევე, მოსახლეობის თხოვნით, ანალოგიური სამუშაოები ჩუღურეთის რაიონში, გუმათის ქუჩაზე უახლოეს პერიოდში დაიწყება. პროექტის განსახორციელებლად დედაქალაქის ბიუჯეტიდან 600 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)