|
2024-07-09 11:45:33, 337 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - ვარკეთილში კიდევ ერთი ავარიული კორპუსი ჩანაცვლდება
ვარკეთილში, მე-3 მასივის მე-3 კვარტლის „გ“ კორპუსში ავარიული კორპუსის ჩანაცვლების პროექტი განხორციელდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნულ ავარიულ კოპრუსში ცხოვრობს 36 ოჯახი, რომელსაც დედაქალაქის მერია დროებით ქირით გაიყვანს. „არსებული ოთხსართულიანი კორპუსის ნაცვლად, მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, 12-სართულიან კორპუსს ააშენებს. უკვე შერჩეულია კომპანია, რომელიც სამუშაოებს განახორციელებს. შედეგად, 36 ოჯახს გარემონტებული, სრულად მოწესრიგებული საცხოვრებელი ფართები გადაეცემა“, - განაცხადა კალაძემ. თბილისის მერმა მიმართა ანალოგიური პრობლემის მქონე ოჯახებს, იაქტიურონ და მუნიციპალიტეტის მერიას დროულად მიმართონ. „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა მნიშვნელოვანია, რადგან სამწუხაროდ, დედაქალაქში ბევრი ისეთი შენობა-ნაგებობა გვაქვს, რომელსაც სხვადასხვა კატეგორიის ავარიულობის ხარისხი აქვს მინიჭებული. მინდა, მივმართო მათ, ვინც ასეთ საცხოვრებელ კორპუსებში ცხოვრობთ, იაქტიურეთ. თუ იქნება ერთობა, მხარს დაგიჭერთ და მსგავს პროექტებს განვახორციელებთ“, - აღნიშნა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)