10:23 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-16 18:09:33, 714 ნახვა

ეკონომიკა
კობა გვენეტაძე მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკსა და საზოგადოებას შორის კომუნიკაცია უნდა გაძლიერდეს

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი კობა გვენეტაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში საჭიროა, დედოლარიზაციის -  ანუ ლარიზაციის პროცესის ხელშეწყობა, რომელიც რამდენიმე ძირითადი მექანიზმით უნდა განხორციელდეს:

· გაძლიერდეს ეროვნული ბანკისადმი საზოგადოების ნდობა

· შენარჩუნდეს სტაბილური და დაბალი ინფალცია

· მოხდეს ლარში გაცემული დენომინირებული სესხების ხელშეწყობა

· მოხდეს ფინანსური ბაზრების განვითარება

· გაუმჯობესდეს საკრედიტო ინფორმაციების სისტემები

კობა გვენეტაძე მიიჩნევს, რომ უნდა გაძლიერდეს კომუნიკაცია ეროვნული ბანკსა და საზოგადოებას შორის და ეროვნულმა ბანკმა საზოგადოებისათვის საინტერესო და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით მეტი ინფორმაცია და განმატებები მიაწოდოს მოსახლეობას.

„აუცილებელია, გაძლიერდეს მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხები, მოსახლეობა უნდა იყოს სრულად ინფორმირებული და დაცული მოულოდნელი ფინანსური რისკებისაგან, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს ფინანსური ინსიტუტებისა და კომერციული ბანკების ინტერესების ხარჯზე, რადგან  გამართული ფინანსურ სექტორის არსებობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
CNN-ის ცნობით, ტრამპი და ნეთანიაჰუ ირანთან მომავალ ომზე ვერ თანხმდებიან
პენტაგონმა განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთისთვის Starlink-ის დაბლოკვის შემდეგ თავისი ტერიტორიები დაუბრუნა
აშშ-მ უკრაინისთვის Hawk-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის აღჭურვილობისა და მომსახურების მიყიდვა დაამტკიცა
ტრამპი რუსეთის საზღვარზე დამატებით 5000 ამერიკელ ჯარისკაცს გაგზავნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics