|
2024-07-09 09:25:12, 438 ნახვა
პოლიტიკა
ჯინ შაჰინი „ღირსეული პარტნიორის“ გადადებაზე - რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა
ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი მრავალეროვნული სამხედრო წვრთნის, სახელწოდებით "ღირსეული პარტნიორი" გადადებას ეხმაურება. როგორც შაჰინი სოციალურ ქსელში წერს, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მიერ წვრთნების განუსაზღვრელი ვადით გადადება "რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა". "საქართველოში მომავალი სამხედრო წვრთნების გადავადება რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა თავდაცვის დეპარტამენტის მხრიდან. ეს შეფერხება ასახავს იმ ენას, რომელიც მე დავიცავი კომიტეტის მიერ მიღებული ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში, რომელიც "უცხოელი აგენტების შესახებ" კანონის მიღების შემდეგ, საქართველოსთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გადახედვას მოითხოვს",- წერს შაჰინი X-ზე. შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მრავალეროვნული სამხედრო წვრთნა - "ღირსეული პარტნიორი" განუსაზღვრელი ვადით გადადო. პენტაგონმა 5 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში განმარტა, რომ აღნიშნული განპირობებულია "საქართველოს მთავრობის ცრუ ბრალდებებით შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური სუბიექტების მიმართ, რომ თითქოს აშშ-ს საქართველოში გადატრიალება ან მეორე ფრონტის გახსნა სურს".
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)