|
2024-07-08 23:14:52, 491 ნახვა
პოლიტიკა
კარპენტერი - საქართველოსთან არსებული ყველა პროგრამა გადახედვის პროცესშია
საქართველოსთან არსებული ყველა პროგრამა გადახედვის პროცესშია. ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუს ცნობით, ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსმა დირექტორმა, მაიკლ კარპენტერმა ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. როგორც კარპენტერმა აღნიშნა, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, საქართველოს მთავრობა ატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივის თვალსაზრისით არასწორი მიმართულებით წავიდა. "გულწრფელად რომ ვთქვათ, როდესაც ჩვენ ვხედავთ სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებას, როდესაც ვხედავთ მიღებულ კანონებს, რომლებიც საქართველოში ფუნდამენტური თავისუფლებებისთვის სივრცეს ზღუდავს, ეს არ შეესაბამება ღირებულებებს, რომლებიც ნატო-ს ალიანსს საფუძვლად უდევს და გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ თავსებადია ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციასთან, მათ შორის ევროკავშირთან. ცხადია, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით წავიდა ატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივის თვალსაზრისით. ჩვენ დიდი ხანია მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 60-ზე მეტ რაუნდში საქართველოს მხარდასაჭერად“, - აცხადებს მაიკლ კარპენტერი ჟურნალისტებთან საუბრისას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)