|
2024-07-07 15:58:47, 436 ნახვა
პოლიტიკა
გვარამია „ღირსეული პარტნიორის“ გადადებაზე - „ოცნებისეული“ გამოცდილებითაც კი რეკორდულად საშინელი საკითხია
"ქართული ოცნებისეული" გამოცდილებითაც კი რეკორდულად საშინელი საკითხია,- ამის შესახებ პარტია "ახალის" თანათავმჯდომარემ, ნიკა გვარამიამ სამხედრო წვრთნის - "ღირსეული პარტნიორი" გადადებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც გვარამიამ "მთავარ არხთან" საუბრისას აღნიშნა, ეს "ნაციონალური მასშტაბის კატასტროფაა". "ქართული ოცნებისეული" გამოცდილებითაც კი რეკორდულად საშინელი საკითხია. საქართველოში ომი არ იქნება და თუ ჩვენ ამას ვაცნობიერებთ და თუ ეს დანამდვილებით გვინდა რომ გარანტირებული იყოს, მაშინ უნდა ვიყოთ დაცულები და არ არსებობს მსოფლიოში დაცულობის არანაირი გარანტია, მით უმეტეს, როცა რუსეთის მეზობელი ხარ, გარდა დასავლური გარანტიებისა. ნატოს გარეშე, ევროკავშირის გარეშე ყველაფერი არის ლაყბობა და ტყუილი. ამიტომ, საქართველო, როცა ამაში მონაწილეობას არ იღებს, არის ნაციონალური მასშტაბის კატასტროფა",- განაცხადა გვარამიამ. შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მრავალეროვნული სამხედრო წვრთნა - "ღირსეული პარტნიორი" განუსაზღვრელი ვადით გადადო. პენტაგონმა 5 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში განმარტა, რომ აღნიშნული განპირობებულია "საქართველოს მთავრობის ცრუ ბრალდებებით შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური სუბიექტების მიმართ, რომ თითქოს აშშ-ს საქართველოში გადატრიალება ან მეორე ფრონტის გახსნა სურს".
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)