|
2024-07-07 12:01:32, 476 ნახვა
საზოგადოება
მერია - დედაქალაქში მოსული უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს
გვიან ღამით თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა, რასაც თან ერთვოდა ძლიერი ქარი, დედაქალაქს პრობლემები შეუქმნა. განსაკუთრებული ზარალი სამგორის, კრწანისისა და საბურთალოს რაიონებს მიადგა. უამინდობის შედეგად წაქცეულმა ხეებმა დააზიანა სახლები, ავტომობილები და კომუნიკაციები. რამდენიმე მისამართზე ძლიერმა ქარმა სახურავები საცხოვრებელ სახლებს გადახადა. თბილისის მერიის ცნობით, მთელი ღამის განმავლობაში, ყველა პრობლემურ ადგილზე იმყოფებოდნენ მერიისა და გამგეობების წარმომადგენლები, შინაგან საქმეთა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად. "გაწმენდილია წაქცეული ხეებით ჩახერგილი გზები, მიმდინარეობს ზარალის აღრიცხვა. საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ, დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე: 2 72 22 22 ან დაუკავშირდნენ შესაბამისი რაიონის გამგეობას",- აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)