|
2024-07-05 15:47:40, 390 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი ესტერ ლინჩსა და ირაკლი პეტრიაშვილს შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე ევროკავშირის პროფკავშირების გენერალურ მდივანს, ესტერ ლინჩსა და საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარეს, ირაკლი პეტრიაშვილს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა შრომის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე, მინიმალურ ხელფასზე, უმუშევართა შემწეობაზე, სოციალური დიალოგისა და კოლექტიური ხელშეკრულებების კიდევ უფრო მეტად წახალისებასა და ღირსეული სამუშაო გარემოს უზრუნველყოფაზე იმსჯელეს. “ევროკავშირის პროფკავშირების გენერალური მდივანმა, მინისტრს, საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. მხარეებმა, არსებული საკითხების გადასაწყვეტად, სამომავლოდ, მჭიდრო და აქტიური თანამშრომლობის მზაობა გამოხატეს. შეხვედრას საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე თამარ სურმავა და ევროკავშირის პროფკავშირების პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორი ლორენცო რეპეტი ესწრებოდნენ“,- ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)