|
2024-07-05 15:40:42, 359 ნახვა
საზოგადოება
წყნეთის ქუჩაზე დასასვენებელი სივრცე და სტადიონი რეაბილიტირდა
ვაკის რაიონში კიდევ ერთი კომბინირებული სივრცე რეაბილიტირდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, წყნეთის ქუჩა N1-ში მდებარე სკვერი და სპორტული მოედანი მთლიანად განახლდა და შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა. "მოეწყო განათებისა და სარწყავი ქსელები, ასევე საფეხმავლო ბილიკი, საბავშვო და სავარჯიშო სივრცეები, მოიხატა სპორტული მოედნის კედელი, სკვერში კი გამწვანების სამუშაოები ჩატარდა. სკვერისა და სპორტული მოედნის პროექტების ჯამური ღირებულება 300 000 ლარს შეადგენს. დასასვენებელ სივრცეში განხორციელებულ სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე, საკრებულოს თავმჯდომარესთან, ვაკის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ტყემალაძესთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა“,- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)